პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1967 წლის 7 ივლისს ქ. ზესტაფონში.
განათლება
1984 წელს დაამთავრა ქ. ზესტაფონის საშუალო სკოლა.
1991 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
სამუშაო გამოცდილება
1999-2003 წლებში მუშაობდა სოხუმის ჰუმანიტარულ-ეკონომიკურ ინსტიტუტში უფროს მასწავლებლად.
2003-2005 წლებში იყო ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე.
2005-2014 წლებში იყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე.
2015 წლიდან 3 წლის ვადით დაინიშნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ.
2018 წლიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.