პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1981 წლის 7 იანვარს ქ. თბილისში.
განათლება
1998 წელს დაამთავრა ქ. თბილისის N 4 გიმნაზია.
2003 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალიზაციით.
2004 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა.
2005 წელს გაიარა მოსამართლის თანაშემწის სამთვიანი სასწავლო კურსი და ჩააბარა სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ტესტური გამოცდა.
2007 წელს ჩააბარა ადვოკატთა ტესტირება სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით.
2009 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით.
2015-2016 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.
სამუშაო გამოცდილება
2003-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტში.
2005-2012 წლებში მუშაობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ.
2012-2016 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მაგისტრად.
2016 წლის ივლისიდან არის რუსთავის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე.
2019 წლის ივნისიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.