ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ირინა გოგოლაძე

ირინა გოგოლაძე

ირინა გოგოლაძე

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1983 წლის 30 ოქტომბერს ქ. ბორჯომში.

განათლება

2001 წელს დაამთავრა ბორჯომის №2 საშუალო სკოლა.

2006 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესხეთის ფილიალის იურიდიული ფაკულტეტი.

2005-2006 წლებში გაიარა სისხლის სამართლის საქმეთა პალატა, პროფესიული პრაქტიკა თბილისის სააპელაციო სასამართლოში.

2006-2007 წლებში იყო სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლის სტაჟიორი თბილისის სააპელაციო სასამართლოში.

2019 წელს იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

2019 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციაში

გავლილი აქვს მოსამართლის თანაშემწის კომპლექსური კურსი.

სამუშაო გამოცდილება

2007-2018 წლებში იყო მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე.

2018-2019 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადამიანური რესურსების მართვისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი კონსულტატი - მოსამართლის
თანაშემწე, მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.

2020-2021 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

2021 წლის სექტემბრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.