პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1980 წლის 20 სექტემბერს.
განათლება
1998 წელს დაამთავრა ქ. თერჯოლის N 1 საშუალო სკოლა.
2003 წელს დაამთავრა ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
2004 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა.
2016 წლიდან არის გრ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის დოქტორანტი.
2019-2020 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.
სამუშაო გამოცდილება
2004-2006 წლებში იყო საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს იურისტი.
2006-2007 წლებში იყო სს ,,პროკრედიტ ბანკის" იურისტი.
2007-2010 წლებში იყო სს ,,პრივატბანკის" იურისტი.
2010-2019 წლებში იყო სს ,,საქართველოს ბანკის" იურისტი.
2021 წლის ივნისიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.