ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ირაკლი შვანგირაძე

ირაკლი შვანგირაძე

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1987 წლის 7 იანვარს ქ. ქუთაისში

განათლება

2004 წელს დაამთავრა ქუთაისის N 2 საჯარო სკოლა

2008 წელს დაამთავრა სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტი

2010 წელს დაამთავრა სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურა

ჩაბარებული აქვს ადვოკატთა გამოცდა როგორც სისხლის, ასევე სამოქალაქო სამართალში, პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლის საკვალიფიკაციო გამოცდა და მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.

2023 წლის ოქტომბრიდან 2024 წლის ოქტომბრის ჩათვლით იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

გავლილი აქვს არაერთი ტრენინგი და სასწავლო კურსი

სამუშაო გამოცდილება

2009-2016 წლებში იყო კანცელარიის სპეციალისტი/სხდომის მდივანი/მოსამართლის თანაშემწე/სასამართლოს მენეჯერი - საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების უფროსი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში

2017-2019 წლებშ იყო სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორი

2019-2021 წლებში იყო საადვოკატო ბიურო ვეტოს ადვოკატი

2022-2023 წლებში იყო ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორი

2024 წლის დეკემბრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე