ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ირაკლი შენგელია

ირაკლი შენგელია

ირაკლი შენგელია

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1976 წლის 27 დეკემბერს ქ. სამტრედიაში

განათლება

1993 წელს დაამთავრა ქ. სამტრედიის N 2 საშუალო სკოლა

1998 წელს დაამთავრა ქ. თბილისის საბაზრო ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი

გავლილი აქვს კვალიფიკაციის ამაღლების კურსები და მიღებული აქვს სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ჩათვლები მკვლელობის და სამოხელეო დანაშაულთა გამოძიების მეთოდიკის პრობლემებზე

სამუშაო გამოცდილება

1994-1995 წლებში მუშაობდა სამტრედიის რაიონის სასამართლოს არქივარიუსად

1995-1999 წლებში მუშაობდა სამტრედიის რაიონის სასამართლოს აღმასრულებლად

1999-2000 წლებში მუშაობდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანაშემწედ

2000-2001 წლებში გაიარა სამხედრო სავალდებულო სამსახური

2002-2003 წლებში მუშაობდა თბილისის საოლქო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ

2003-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს სატრანსპორტო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში უფროსი გამომძიებლის თანამდებობაზე

2004-2005 წლებში მუშაობდა შსს გენერალურ ინსპექციაში ინსპექტორის თანამდებობაზე

2005 წლის მარტიდან სექტემბრამდე მუშაობდა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორად

2005-2006 წლებში მუშაობდა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორად

2006-2007 წლებში მუშაობდა მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე

2007 წლის ივლისიდან ნოემბრამდე მუშაობდა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების უფროსად

2007 წელს იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე

2016 წლის ივლისიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე

2016 წლის აგვისტოდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე

2017-2021 წლებში საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციაზე არჩეული იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად