პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1976 წლის 21 მარტს ქ. თელავში
განათლება
1993 წელს დაამთავრა თელავის N 8 საშუალო სკოლა
1998 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი
2007-2009 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი
სამუშაო გამოცდილება
1998-2007 წლებში მუშაობდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში წამყვან სპეციალისტად, შემდგომ მოსამართლის თანაშემწედ და მთავარ მრჩევლად
2009-2011 წლებში იყო ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე
2011 წლის მარტიდან მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა სიღნაღის რაიონულ სასამართლოში, ამავდროულად დაკისრებული ჰქონდა სიღნაღის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილება
2012-2017 წლებში იყო სიღნაღის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე
2017 წლის მაისიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე
2017-2021 წლებში საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად
2022 წლის მარტიდან დაეკისრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების განხორციელება
2022 წლის ივლისიდან დანიშნულია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე 5 წლის ვადით
2024 წლის 12 ოქტომბერს მოსამართლეთა კონფერენციამ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად აირჩია