ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

იოსებ აბრამიძე

იოსებ აბრამიძე

იოსებ აბრამიძე

მაგისტრატი მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1973 წლის 9 ოქტომბერს ქ. თბილისში.

განათლება

1990 წელს დაამთავრა ქ. თბილისის N190 საშუალო სკოლა.

1995 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ინსტიტუტი.

2000 წელს დაამთავრა თბილისის იურიდიული ინსტიტუტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

სამუშაო გამოცდილება

1998-2002 წლებში მუშაობდა საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატში სპეციალისტის, უფროსი სპეციალისტის და შემდეგ წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე.

2002-2003 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმისა და მონიტორინგის დეპარტამენტის ანალიზისა და დაგეგმვის სამმართველოს მრჩევლად, შემდეგ მინისტრის აპარატის თანაშემწედ.

2004 წლის მაისში მუშაობდა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტოს პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამსახურის უფროსად.

2004 წლის მაისიდან ივნისამდე მუშაობდა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს იურიდიული განყოფილების პროკურორად.

2004 წლის ივნისიდან აგვისტომდე მუშაობდა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის იურიდიული სექტორის პროკურორად.

2004 წლის აგვისტოდან მარტამდე მუშაობდა სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს უფროს პროკურორად.

2007-2018 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამოსამართლო ეთიკისა და დისციპლინური სამართალწარმოების დეპარტამენტში სხვადასხვა პოზიციებზე: კონსულტანტად, უფროს კონსულტანტად და სამმართველოს უფროსად.

2018 წლის იანვრიდან არის გურჯაანის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.

2020 წლის დეკემბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.