ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ინფორმაცია

25 დეკემბერი 2020

2020 წლის 1 დეკემბერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ რეგისტრირებულ კანდიდატებს, რომლებიც მონაწილეობენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების კონკურსში საშუალება აქვთ 2020 წლის 25 დეკემბრიდან (ორშაბათი-პარასკევი, 10-დან 17 სთ-მდე) იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მათზე მოძიებულ ინფორმაციას გაეცნონ.

კანდიდატებს უფლება აქვთ 2 სამუშაო დღის ვადაში წერილობით მიმართონ საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, წარადგინონ დამატებითი ინფორმაცია ან/და სათანადო წესით გააბათილონ მათ შესახებ მოძიებული მონაცემები. ზემოთ აღნიშნული ინფორმაციის გაცნობის მსურველ კანდიდატებს გთხოვთ, წინასწარ დაგვიკავშირდეთ ტელეფონებზე: 599 73 93 39 ან 577 50 11 25.