2016 წლის 25 ოქტომბერს 14:00 საათზე ჩატარდება გასაუბრება 3 წლის ვადით დანიშნულ მოსამართლეებთან, რომელთაც თანამდებობაზე ყოფნის ვადა უმთავრდებათ 2016 წლის 29 ნოემბერს.
საქართველოს ორგანული კანონის ახალი რეგულაციის ამოქმედების შემდეგ პირველად, 2013 წლის 29 ნოემბერს, 3 წლის გამოსაცდელი ვადით დაინიშნა 12 მოსამართლე: ნატალია ნაზღაიძე, გიორგი მიროტაძე, ხათუნა ხომერიკი, მურთაზ მეშველიანი, ნანა ჭიჭილეიშვილი, ლევან მიქაბერიძე, გოჩა ფუტკარაძე, ციცინო კიკვაძე, ნინო შარაძე, გერმანე დადეშქელიანი, მერაბ ღვინიაშვილი და ნანა ჯანხოთელი.