ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ინფორმაცია!

13 ოქტომბერი 2016

2016 წლის 28 ოქტომბრის სხდომაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭო პირველად იმსჯელებს 3 წლის ვადით დანიშნულ მოსამართლეთა უვადოდ გამწესებასთან დაკავშირებით.

ორგანული კანონის ახალი რეგულაციის ამოქმედების შემდეგ პირველად, 2013 წლის 29 ნოემბერს, 3 წლის ვადით თანამდებობაზე დაინიშნა 12 მოსამართლე: ნატალია ნაზღაიძე, გიორგი მიროტაძე, ხათუნა ხომერიკი, მურთაზ მეშველიანი, ნანა ჭიჭილეიშვილი, ლევან მიქაბერიძე, გოჩა ფუტკარაძე, ციცინო კიკვაძე, ნინო შარაძე, გერმანე დადეშქელიანი, მერაბ ღვინიაშვილი, ნანა ჯანხოთელი. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს, ზემოთ ჩამოთვლილ მოსამართლეთა უვადოდ გამწესებაზე საკითხის განხილვამდე, დაგეგმილი აქვთ მათთან გასაუბრება 2016 წლის 25 ოქტომბერს.