ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ინფორმაცია შერჩევის პროცედურაში მონაწილე პირთათვის

12 ოქტომბერი 2020

 

შერჩევაში მონაწილეობის მსურველმა პირმა უნდა შეავსოს განაცხადი ელექტრონული ფორმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებ-გვერდის საშუალებით, კერძოდ, მთავარი გვერდის მარჯვენა მხარეს განთავსებული ბანერის „ელექტრონული რეგისტრაციის“ მეშვეობით. სისტემაში უკვე დარეგისტრირებულმა მომხმარებლებმა უნდა ისარგებლონ არსებული ელექტრონული ფოსტის და პაროლის საშუალებით.

მომხმარებლის რეგისტრაციის შემდეგ, „ვაკანსიებში“ განთავსებულია ინფორმაცია, რომელზეც მიბმულია „განაცხადის შევსება“.

განაცხადი შედგება 7 სექციისაგან, რომელშიც უნდა შეივსოს მოთხოვნილი ინფორმაცია (რედაქტირებაზე ან ზოგიერთ შემთხვევაში დამატებაზე დაჭერის გზით). გთხოვთ, სრულყოფილად შეავსოთ განაცხადი და მხოლოდ ამის შემდეგ დააჭიროთ „განაცხადის შეტანას“ (მე-7 სექციაში). განაცხადის შეტანის უფლების ერთჯერადად გამოყენების შემთხვევაში, პროგრამა არ იძლევა საშუალებას ხელმეორედ გაკეთდეს განაცხადი. განაცხადში გათვალისწინებულია ფოტოს ატვირთვაც.

შერჩევაში მონაწილეობის მსურველს შეუძლია შევიდეს განაცხადში და გაეცნოს წარმოსადგენ ინფორმაციას ან ნაწილობრივ შეავსოს, შემდეგ კვლავ დაუბრუნდეს და დაასრულოს შევსება. ასეთ შემთხვევაში, აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ პირმა არ უნდა გამოიყენოს „განაცხადის შეტანის“ ღილაკი და ისე გამოვიდეს განაცხადიდან.

განცხადებასთან ერთად ელექტრონულად უნდა იქნეს წარმოდგენილი შემდეგი დოკუმენტები: 

1. ავტობიოგრაფია:

2. დიპლომის ასლი თანდართული ნიშნების ფურცლით;

3. სამედიცინო დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა 100);

4. პირადობის მოწმობა;

5. ამონაწერი შრომის წიგნაკიდან/ნამსახურობის ნუსხა;

6. სამართლებრივი დოკუმენტები;

7. კანდიდატის სანოტარო ფორმით დამოწმებული თანხმობა.

განაცხადის ელექტრონულად შევსებისას გირჩევთ ისარგებლოთ Google Chrome-ის ბრაუზერით.
რეგისტრაცია იწარმოებს 2020 წლის  9 ოქტომბრიდან 29 ოქტომბრის ჩათვლით.

განაცხადის შევსების შემდეგ შერჩევაში მონაწილეობის მსურველმა პირმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უნდა გამოაგზავნოს საბჭოს მიერ ამ პირის შესახებ ინფორმაციის (მათ შორის, მისი პერსონალური მონაცემების) „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 35(2) მუხლით დადგენილი წესით მოძიებაზე/გადამოწმებაზე ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა. (იხ. თანხმობის ფორმა)

პროგრამული ხარვეზის შემთხვევაში, გთხოვთ, დარეკოთ შემდეგ ტელეფონის ნომრებზე: 32 227 31 00 + 128/111 ან 577 554421; 595 850395; 595 223599