2014 წლის 20 სექტემბერს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ტესტური ტური ჩატარდა.
გამოცდაში მონაწილეობდა 203 გამოსაცდელი, რომელთაგან პირველი ეტაპი წარმატებით გადალახა 74-მა.
საერთო სპეციალიზაციით გამოცდა წარმატებით ჩააბარა ერთმა გამოსაცდელმა, სისხლის სამართლის სპეციალიზაციით - 33-მა, ხოლო სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით - 40-მა გამოსაცდელმა.
გამოცდაზე მიღებული შეფასებით უკმაყოფილო გამოსაცდელი უფლებამოსილია მიმართოს საპრეტენზიო კომისიას, მისი შეფასების გადასინჯვის მოთხოვნით. მიიღება მხოლოდ იმ გამოსაცდელის პრეტენზია, ვინც გამოცდაზე დააგროვა 70-დან 75 ქულამდე.
პრეტენზია მიიღება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შენობაში:
კვირას, 21 სექტემბერს - 13:00-დან 18:00 საათამდე,
ორშაბათს, 22 სექტემბერს - 15:00-დან 18:00 საათამდე,
სამშაბათს, 23 სექტემბერს - 10:00-დან 18:00 სათამდე.
დაგვიანებით შემოსული პრეტენზია არ მიიღება.