2021 წლის 3 თებერვლიდან (ორშაბათი-პარასკევი; 10-დან 17 სთ-მდე) საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების კონკურსში მონაწილე კანდიდატებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მათზე მოძიებულ ინფორმაციას.
კანდიდატებს უფლება აქვთ 2 სამუშაო დღის ვადაში წერილობით მიმართონ საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, წარადგინონ დამატებითი ინფორმაცია ან/და სათანადო წესით გააბათილონ მათ შესახებ მოძიებული მონაცემები.
ზემოთ აღნიშნული ინფორმაციის გაცნობის მსურველ კანდიდატებს გთხოვთ, წინასწარ დაგვიკავშირდეთ ტელეფონებზე: 599 73 93 39 ან 577 50 11 25.