ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ინფორმაცია მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდაზე დარეგისტრირებული პირებისათვის

16 იანვარი 2020

ვაქვეყნებთ მოსამართლეობის საკვალიფიკაციო ტესტური გამოცდის არჩევითპასუხიანი დავალებების ნიმუშებს სამოქალაქო სამართალსა და ადმინისტრაციულ სამართალში.

სამოქალაქო სამართალი

მარტივი დავალება:

წერილობითი ფორმით დადებას არ საჭიროებს ხელშეკრულება, რომელიც ეხება:

ა. ნაწარმოების შექმნას.

ბ. საავტორო უფლების გადაცემას.

გ. ნაწარმოების გამოყენებას (სალიცენზიო ხელშეკრულება).

დ. პერიოდულ ბეჭდვით გამოცემებში ნაწარმოების გამოყენებას.

 

საშუალო სირთულის დავალება:

შოთა საჯაროდ შეპირდა ჯილდოს მას, ვინც თვის ბოლომდე პირველი მიუყვანდა იშვიათი ჯიშის ლეკვს. ლაშამ და სოსომ ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად შეიძინეს იშვიათი ჯიშის თითო ლეკვი და თვის ბოლოს ერთდროულად ლეკვებთან ერთად ესტუმრნენ შოთას ჯილდოს მისაღებად. მათ აღმოაჩინეს, რომ ისეთივე ჯიშის ლეკვი ორი დღის წინ შოთასათვის მეგობარ გოჩას მიუყვანია. შოთას გოჩასათვის ჯილდოს შეპირების შესახებ არ უცნობებია. ლაშამ და სოსომ მოითხოვეს ჯილდოს მათთვის გადაცემა.

ვინ უნდა მიიღოს შეპირებული ჯილდო?

. სოსომ ან ლაშამ წილისყრით.

ბ. არცერთმა.

გ. ლაშამ, სოსომ და გოჩამ თანაბრად.

დ. მხოლოდ გოჩამ.

 

რთული დავალება:

სანდრო, ლევანი და კახა ერთად უყურებდნენ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრას ფეხბურთში. მატჩის მსვლელობისას სანდრო და ლევანი დანაძლევდნენ ფულზე. ლევანს მიაჩნდა, რომ ჩემპიონი გახდებოდა მისი ფავორიტი გუნდი, ხოლო სანდროს კი -  მისი ფავორიტი გუნდი.  სანაძლეოს წაგების შემთხვევაში არცერთ მათგანს ვალდებულების შესასრულებელი ფული არ ჰქონდა. კახამ როგორც სანდროს, ასევე ლევანს სანაძლეოს დადებისთანავე ასესხა ფული დამარცხების შემთხვევაში სანაძლეოთი ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად. სანდრომ  სანაძლეო მოიგო.

რომელი მსჯელობაა მართებული?

ა. სანდროს აქვს მოთხოვნის უფლება ლევანის მიმართ სანაძლეოდან გამომდინარე. კახას არა აქვს მოთხოვნის უფლება სანდროს და ლევანის მიმართ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე.

ბ. სანდროს აქვს მოთხოვნის უფლება ლევანის მიმართ სანაძლეოდან გამომდინარე. კახას აქვს მოთხოვნის უფლება სანდროს და ლევანის მიმართ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე.

გ. სანდროს არა აქვს მოთხოვნის უფლება ლევანის მიმართ სანაძლეოდან გამომდინარე. კახას აქვს მოთხოვნის უფლება სანდროს და ლევანის მიმართ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე.

დ. სანდროს არა აქვს მოთხოვნის უფლება ლევანის მიმართ სანაძლეოდან გამომდინარე. კახას არა აქვს მოთხოვნის უფლება სანდროს და ლევანის მიმართ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე.

 

სამოქალაქო სამართლის პროცესი

მარტივი დავალება:

სარჩელი ალიმენტის გადახდევინების შესახებ შეიძლება წარდგენილ იქნეს სასამართლოში:

. მოპასუხის სამუშაო ადგილის მიხედვით.

. ბავშვის დაბადების ადგილის მიხედვით.

. მაგისტრატი მოსამართლის ადგილის მიხედვით.

. მოსარჩელისსაცხოვრებელიადგილისმიხედვით.

 

საშუალო სირთულის დავალება:

საქმის განხილვისას გამოირკვა, რომ ერთ-ერთი საკითხის განმარტების გარეშე, რასთან დაკავშირებითაც მოსამართლეს სპეციალური ცოდნა არ გააჩნდა, გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელი იყო, ამ საკითხთან დაკავშირებით მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ექსპერტის დასკვნას კი მოსამართლე არ დაეთანხმა დაუსაბუთებლობის მოტივით. სასამართლომ თავისი ინიციატივით დანიშნა დამატებითი ექსპერტიზა, რომლის ჩატარება დაავალა იმავე ექსპერტს.

სასამართლოს მოქმედება:

ა. არასწორია, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები და მტკიცების პროცესში სასამართლო არ უნდა ჩაერიოს.

ბ. სწორია, მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს უნდა დაენიშნა დამატებითი ექსპერტიზა, ხოლო მისი ჩატარება შეეძლო დაევალებინა იმავე ან სხვა ექსპერტისთვის.

გ. სწორია, სასამართლოს ყოველგვარი წინაპირობის გარეშე შეუძლია თავისი ინიციატივით დანიშნოს ექსპერტიზა.

დ. არასწორია, მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს შეეძლო დაენიშნა განმეორებითი ექსპერტიზა და მისი ჩატარება დაევალებინა სხვა ექსპერტისთვის.

 

რთული დავალება:

სასამართლოს სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხემ უარი განაცხადა საქმის განხილვაში მონაწილეობაზე, მოსარჩელემ კი იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე. საქმის მასალების მიხედვით, არსებობდა განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე საქმეზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით.

როგორ უნდა მოიქცეს სასამართლო? სასამართლომ:

. საქმე უნდა განიხილოს არსებითად.

. უნდა მიიღოს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების თაობაზე.

. უნდა მიიღოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

. უნდამიიღოსგანჩინებასაქმისწარმოებისშეწყვეტისშესახებ.

 

ადმინისტრაციული სამართალი

მარტივი დავალება:

სასამართლოს განჩინება ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ გასაჩივრდება:

ა. სააპელაციო საჩივრით.

ბ. გადაწყვეტილებასთან ერთად.

გ. საჩივრით.

დ. კერძო საჩივრით.

 

საშუალო სირთულის დავალება:

კერძო აღმასრულებლის აცილების საკითხს მოვალის მოთხოვნის საფუძველზე წყვეტს:

. სასამართლო, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მიმდინარეობს აღსრულება.

. სააღსრულებო ბიუროს უფროსი, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მიმდინარეობს აღსრულება.

. საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

. აღსრულებისეროვნულიბიუროსთავმჯდომარე.

 

რთული დავალება:

ჩამოთვლილთაგან რომელი პასუხი არ არის სწორი?სასამართლოს (მოსამართლეს) შეუძლია მხარის მოთხოვნით მიიღოს გადაწყვეტილება საქმის დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ, რა დროსაც იგი უფლებამოსილია:

ა. შეამოკლოს მოპასუხის მიერ თავისი პასუხის (შესაგებლის) ან შეგებებული სარჩელის წარდგენის ვადა.

ბ. შეუმოკლოს მხარეებს ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრების წარდგენის ვადა.

გ. მესამე პირს არ განუსაზღვროს ვადა სარჩელზე საკუთარი მოსაზრების წარდგენისათვის.

დ. შეუმოკლოს მოსარჩელეს მტკიცებულებათა წარდგენის ვადა.

 

ადმინისტრაციული სამართლის პროცესი

მარტივი დავალება:

რომელი მსჯელობაა სწორი:

ა. ადმინისტრაციული ორგანოსათვის სამართლებრივი დახმარების გაწევისათვის აუცილებელი ხარჯები ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ.

ბ. ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც ითხოვს სამართლებრივ დახმარებას, ვალდებულია აანაზღაუროს სამართლებრივი დახმარების გაწევისათვის აუცილებელი ხარჯები, თუ ისინი აღემატება 200 ლარს.

გ. ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც ითხოვს სამართლებრივ დახმარებას, ვალდებულია აანაზღაუროს სამართლებრივი დახმარების გაწევისათვის აუცილებელი ხარჯები, თუ ისინი აღემატება 50 ლარს.

დ. სამართლებრივი დახმარების აღმოჩენასთან დაკავშირებულ ხარჯებს ყოველი ადმინისტრაციული ორგანო თავად ანაზღაურებს.


საშუალო სირთულის დავალება:

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად შეიძლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც:

. არჩევნების დანიშვნის დღისათვის შეუსრულდა 25 წელი.

. კენჭისყრის დღისათვის შეუსრულდა 18 წელი.

. არჩევნების დანიშვნის დღისათვის შეუსრულდა 21 წელი.

. კენჭისყრისდღისათვისშეუსრულდა 21 წელი.

 

რთული დავალება:

საჯარო დაწესებულების სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შემცირდა შტატი. აღნიშნულის გამო შესაბამის მოხელეს შესთავაზეს გადასულიყო სხვა საჯარო დაწესებულებაში უფრო დაბალ თანამდებობაზე, მისი თანამდებობის ტოლფასი შტატის არარსებობის გამო, რაზეც მოხელემ თანხმობა განაცხადა, თუმცა აღნიშნულის წინააღმდეგია ის საჯარო დაწესებულება, სადაც მოხელეს შესთავაზეს გადასვლა.

ზემოაღნიშნული პირობის გათვალისწინებით, ქვემოთ ჩამოთვლილ მსჯელობათაგან რომელია სწორი?

ა. საჯარო სამსახურის შესახებ კანონი, საჯარო დაწესებულების სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმისას, ითვალისწინებს მოხელის გადაყვანას არა სხვა, არამედ შერწყმის შედეგად წარმოქმნილ საჯარო დაწესებულებაში.

ბ. საჯარო დაწესებულება ვალდებული იყო მოხელისათვის შეეთავაზებინა მხოლოდ ტოლფასი თანამდებობა, ხოლო მისი არარსებობისას კი რანგით უფრო მაღალი თანამდებობა, თუ ამაზე თანხმობას გამოთქვამდა სხვა საჯარო დაწესებულებაც.

გ. საჯარო დაწესებულებას უფლება ჰქონდა მოხელისათვის შეეთავაზებინა სხვა საჯარო დაწესებულებაში გადასვლა მხოლოდ ტოლფას და არა დაბალ თანამდებობაზე.

დ. საჯარო დაწესებულებას უფლება ჰქონდა შეეთავაზებინა მოხელისათვის სხვა საჯარო დაწესებულებაში გადასვლა, თუ ამაზე თანხმობას განაცხადებდა სხვა საჯარო დაწესებულება.