გაცნობებთ, რომ გამოცხადდა რეგისტრაცია მოსამართლეობის საკვალიფიკაციო წერით გამოცდაზე.
რეგისტრაცია უნდა განხორციელდეს აპლიკანტის პორტალის მეშვეობით. რეგისტრაციის უფლება აქვთ იმ გამოსაცდელებს, რომლებმაც ტესტურ გამოცდაზე დააგროვეს 75 და მეტი ქულა.
წერითი გამოცდა ტარდება ელექტრონული პროგრამის საშუალებით ან წერილობითი ფორმით. სასურველი ფორმის თაობაზე კონკრეტული გამოსაცდელი წინასწარ ახდენს საორგანიზაციო კომისიის ინფორმირებას 2014 წლის 26 სექტემბრის 12 საათამდე, შემდეგ ტელეფონის ნომრებზე: 577 55 44 21; 595 85 03 95; 577 15 35 35; 577 98 88 84.
საგამოცდო ტესტის შედგენა ხდება თითოეული კანდიდატისათვის ინდივიდუალურად, ელექტრონული პროგრამის მეშვეობით. წერითი გამოცდის განმავლობაში გამოსაცდელებს უფლება აქვთ გამოიყენონ საკანონმდებლო აქტის ტექსტები და სხვა ნორმატიული მასალა. ელექტრონულ ფორმატში შესაძლებელი იქნება სსიპ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებ-გვერდის გამოყენება (www.matsne.gov.ge).
წერითი გამოცდის დაწყებამდე გამოსაცდელს ჩამოერთმევა კანონთა კომენტარები, სახელმძღვანელოები და სხვა სასწავლო მასალა. გამოსაცდელი, რომელიც შემჩნეული იქნება ამ მასალის გამოყენებაში, მოიხსნება გამოცდიდან.