მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი 17 სექტემბერს საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში (სეუ) გაიმართება. რეგისტრაცია 9:00 საათზე, გამოცდა 10:00 საათზე დაიწყება.
რა მითითებები უნდა გაითვალისწინოს გამოსაცდელმა - საგამოცდო ინსტრუქტაჟი იხილეთ ბმულზე ასევე, ქვეყნდება მოსამართლეობის საკვალიფიკაციო ტესტური გამოცდის არჩევითპასუხიანი დავალებების ნიმუშები
საკვალიფიკაციო გამოცდის მოსამზადებელი სამუშაოების ორგანიზების მიზნით, 15 სექტემბერს 18:00 საათიდან გაითიშება აპლიკანტის პორტალი და ელექტრონულ სისტემასთან წვდომა შეზღუდული იქნება გამოცდის დასრულებამდე