მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის მეორე ეტაპი 28 მაისს საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში (სეუ) გაიმართება. რეგისტრაცია დაიწყება 9:00 საათზე, ხოლო გამოცდა - 10:00 საათზე.
საკვალიფიკაციო გამოცდის მოსამზადებელი სამუშაოების ორგანიზების მიზნით, 27 მაისს 16:30 საათიდან გაითიშება აპლიკანტის პორტალი და ელექტრონულ სისტემასთან წვდომა შეიზღუდება მომდევნო 24 საათის განმავლობაში. გთხოვთ, გაითვალისწინოთ.