მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების თარიღი ცნობილია.
პირველი ეტაპი, ტესტური გამოცდა, 2022 წლის 21 მაისს, წერითი გამოცდა კი 2022 წლის 28 მაისს ჩატარდება.
გამოცდაზე დაშვების მიზნით რეგისტრაცია შესაძლებელია 2022 წლის 11 აპრილიდან 1 მაისის ჩათვლით.
მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღო.
საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესი და საგამოცდო პროგრამა განთავსებულია საბჭოს გადაწყვეტილებების გვერდზე, ძიებისას: კატეგორიის ველში უნდა ამოარჩიოთ “დადგენილება (კონსოლიდირებული)“, ხოლო ნომრის ველში მიუთითოთ - 1/152