საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2014 წლის 12 ნოემბრის საბჭოს სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთ-ერთი საკითხის განხილვის შედეგად მოსამართლეობის შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპზე გასვლის უფლება მოიპოვა ყველა კანდიდატმა.
ვაქვეყნებთ მოსამართლეობის კანდიდატების სიას, რათა ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა მიაწოდოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წერილობითი ინფორმაცია მოსამართლეობის კანდიდატის შესახებ. უახლოეს ხანში გამოვაქვეყნებთ აღნიშნული კანდიდატების მოკლე ბიოგრაფიულ მონაცემებს.
საბჭოს სხდომის დღის წესრიგის მეორე საკითხი - იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელთა შესარჩევი კონკურსის გამოცხადება, საბჭოს წევრთა შეთანხმებით გადაიდო 2014 წლის 10 დეკემბრის სხდომისათვის. აღნიშნული ინფორმაცია განსაკუთრებით საყურადღებოა მოსამართლეობის გამოცდა ჩაბარებულთათვის.