ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ინფორმაცია იუსტიციის სკოლის მსმენელთა შესარჩევი კონკურსის თაობაზე

12 სექტემბერი 2016

საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გამოაცხადა დამატებითი რეგისტრაცია იუსტიციის სკოლის მსმენელთა შესარჩევ კონკურსზე. მსმენელთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ ქმედუნარიან, ნასამართლობის არმქონე საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ჩაბარებული აქვს მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა და მისი ჩაბარებიდან არაა გასული 7 წელი.

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირმა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მატერიალური ფორმით უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) განაცხადი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სახელზე;

ბ) მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატის ასლი ან ცნობა;

გ) ცნობა სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ;

დ) ცნობა ნასამართლეობის არქონის შესახებ;

ე) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა და ასლი;

ვ) ორი ფოტოსურათი 3X4;

ზ) ავტობიოგრაფია;

თ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები.

დამატებითი რეგისტრაცია იწარმოებს 2016 წლის 13 სექტემბრიდან 23 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 10:00-დან 17:30 საათამდე (შესვენება 13:30-დან 14:30 საათამდე), მისამართი: თბილისი, ბოჭორმის ქ. 12.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით სამუშაო დღეებში 10:00-დან 18:30 საათამდე, შემდეგ ტელეფონის ნომრებზე: 227 31 00 (+) 111 ან 128

პირებს, რომლებიც დარეგისტრირდნენ აღნიშნულ კონკურსზე 2015 წლის ნოემბერ-დეკემბერში, არ ესაჭიროებათ დოკუმენტაციის განახლება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ცვლილება შევიდა მათ პირად თუ სამუშაო ბიოგრაფიაში. ასეთ შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოგვიგზავნოთ განახლებული ავტობიოგრაფია შემდეგ ელ. ფოსტაზე: e.katamadze@hcoj.gov.ge