ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ინფორმაცია იუსტიციის სკოლის მსმენელთა შესარჩევი კონკურსის თაობაზე

01 მაისი 2015

იწყება 2014 წლის დეკემბრის თვეში გამოცხადებული იუსტიციის სკოლის მსმენელთა შესარჩევ კონკურსზე დამატებითი რეგისტრაცია. მსმენელთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ ქმედუნარიან, ნასამართლობის არმქონე საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ჩაბარებული აქვს მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა და მისი ჩაბარებიდან არაა გასული 7 წელი.

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირმა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მატერიალური ფორმით უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) განაცხადი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სახელზე;

ბ) მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატის ასლი ან ცნობა;

გ) ცნობა სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ;

დ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა და ასლი;

ე) ორი ფოტოსურათი 3X4.

ვ) ავტობიოგრაფია.

დამატებითი რეგისტრაცია იწარმოებს 2015 წლის 4 მაისიდან 8 მაისის ჩათვლით, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 10:00-დან 17:30 საათამდე (შესვენება 13:30-დან 14:30 საათამდე), მისამართი: თბილისი, ბოჭორმის ქ. 12.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით სამუშაო დღეებში 17:00-დან 18:30 საათამდე, შემდეგ ტელეფონის ნომრებზე: 227 31 00 (+) 111 ან 128

ან ნებისმიერ დროს ტელეფონზე: 227 31 09 (ავტომოპასუხეზე დაგვიტოვოთ თქვენი შეკითხვა, ვინაობა, ტელეფონის ნომერი და დაგიკავშირდებით)