ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ინფორმაცია გასაუბრებაზე დასწრების მსურველ პირთათვის!

02 ნოემბერი 2015

„მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობებზე მოსამართლის კონკურსის გარეშე დანიშვნის საკითხის ინიცირების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2015 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე ინიცირებულ იქნა თანამდებობაზე დანიშნული მოსამართლის ქვემდგომი, იმავე ან ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლედ კონკურსის გარეშე, თავისი უფლებამოსილების ვადის ფარგლებში, დანიშვნის საკითხი.

აღნიშნული განაცხადის ფარგლებში დარეგისტრირებულ მოსამართლეებთან გასაუბრება გაგრძელდება დღეს, 2 ნოემბერს, 14:00 საათიდან. გასაუბრებას გაივლის 11 კანდიდატი.