„მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობებზე მოსამართლის კონკურსის გარეშე დანიშვნის საკითხის ინიცირების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2015 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე ინიცირებულ იქნა თანამდებობაზე დანიშნული მოსამართლის ქვემდგომი, იმავე ან ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლედ კონკურსის გარეშე, თავისი უფლებამოსილების ვადის ფარგლებში, დანიშვნის საკითხი შემდეგ ვაკანტურ თანამდებობებზე: თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა - 3 საშტატო ერთეული; თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა - 1 საშტატო ერთეული; თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა - 2 საშტატო ერთეული; თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგია - 1 საშტატო ერთეული.
რეგისტრაციის ვადის ფარგლებში განაცხადი გააკეთა რაიონული (საქალაქო) სასამართლოების 29 მოსამართლემ.
იხილეთ სია კონკრეტულ ვაკანტურ ადგილზე დარეგისტრირებული განაცხადების მიხედვით.
აღნიშნულ კანდიდატებთან გასაუბრება დაგეგმილია 2015 წლის 29 ოქტომბერს, 14 საათზე. გასაუბრება ღიაა.