პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1972 წლის 8 აპრილს ქ. მაიაკოვსკში.
განათლება
1989 წელს დაამთავრა ქ. ბაღდათის ეგნატე ნინოშვილის სახელობის N 1 საშუალო სკოლა.
1995 წელს დაამთავრა პროფესორ ჯ. ბაქრაძის სახელობის თბილისის სამართლისა და ეკონომიკის ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი.
სამუშაო გამოცდილება
1995-2005 წლებში იყო საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის წევრი და მუშაობდა ბაღდათის ბიუროში ადვოკატად.
1997–1999 წლებში მუშაობდა საქართველოს აგრარულ მეცნიერებათა აკადემიის ბაღდათის ინსტიტუტის იურიდიულ მეცნიერებათა აკადემიის ინსტიტუტის იურიდიულ მეცნიერებათა კათედრაზე მასწავლებლად.
2005-2011 წლებში იყო აბაშის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.
2011-2012 წლებში იყო ვანის რაიონული სასამართლოს მოსამართლე. იმავდროულად სამოსამართლო უფლებამოსილებას ახორციელებდა სენაკისა და ხობის რაიონულ სასამართლოებში.
2012-2015 წლებში იყო სენაკის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.
2016-2019 წლებში იყო ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.
2019 წლის თებერვლიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.
2019 წლის ივლისდან არის ქუთსისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე.