ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ინგა კვაჭანტირაძე

ინგა კვაჭანტირაძე

ინგა კვაჭანტირაძე

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1967 წლის 1 სექტემბერს ქ. ოზურგეთში.

განათლება

1985 წელს დაამთავრა ქ. თბილისის მე-6 საშუალო სკოლა.

1994 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

სამუშაო გამოცდილება

1985-1988 წლებში მუშაობდა სახელმწიფო არბიტრაჟში საქმის მწარმოებლად.

1995-1997 წლებში მუშაობდა თბილისის ისნის რაიონის სასამართლოს ადმინისტრაციული და სააღსრულებლო წარმოების ინსპექტორად.

1997-1999 წლებში მუშაობდა ჯერ იუსტიციის სამინისტროს კერძო სამართლის განყოფილების წამყვან კონსულტანტად, შემდეგ სახელმწიფო ნებართვათა განყოფილების უფროსად.

1999-2000 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატაში მოსამართლის თანაშემწედ.

2000-2003 წლებში მუშაობდა საქართველოს ეროვნული ბანკის იურიდიული სამმართველოს იურისტად, შემდეგ წამყვან იურისტად და უფროს იურისტად.

2003-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს ეროვნული ბანკის იურიდიული სამმართველოს უფროსის მოადგილედ.

2005-2015 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

2016 წლიდან (უფლებამოსილების ახალი ვადით) 2019 წლის დეკემბრამდე იყო თბილის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

2018 წლის თებერვლიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

2019 წლის დეკემბრიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე.