ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ილონა თოდუა

ილონა თოდუა

ილონა თოდუა

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1977 წლის 7 ნოემბერს ქ. სოხუმში.

განათლება

1999 წელს დამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ისტორია-იურიდიული ფაკულტეტი.

2003 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასპირანტურა. არის დოქტორანტი და მუშაობს სადისერტაციო თემაზე.

2007 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით.

სამუშაო გამოცდილება

2000-2007 წლებში მუშაობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, ჯერ სხდომის მდივნად, ხოლო შემდეგ მოსამართლის თანაშემწედ.

2002 წლიდან ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის სამოქალაქო სამართლის კათედრაზე.

2007-2010 წლებში იყო საგარეჯოს რაიონული სასამართლოს მოსამართლე და მივლინებული იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, მოსამართლის უფლებამოსილების განსახორციელებლად.

2010-2017 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

2013-2017 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.

2017 წლის მაისიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე.

2018 წლის თებერვლიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

2019 წლის აგვისტოდან არის „საქართველოს ქალ მოსამართლეთა ასოციაციის“ გამგეობის წევრი.

2019 წლის ნოემბრიდან არის საერთო სასამართლოების მოსამართლეთა ადმინისტრაციული კომიტეტის თავმჯდომარე.