პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1980 წლის 5 ნოემბერს ქ. ხონში.
განათლება
1998 წელს დაამთავრა ხონის მოსე ხონელის სახელობის პირველი საშუალო სკოლა.
2003 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
2004 წელს დაამთავრა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული სწავლებისა და ინფორმაციის ცენტრის სისხლის სამართლის ერთწლიანი სკოლა.
2004 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა.
2004-2006 წლებში სწავლობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის ასპირანტურაში.
2006 წლიდან დღემდე არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი.
2010 წელს წარმატებით ჩააბარა ადვოკატურის საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციით.
2011 წელს წარჩინებით დაასრულა ლაიფციგის უნივერსიტეტის გერმანული ენის ინტენსიური კურსი.
2011-2012 წლებში სწავლობდა ბერლინის ჰუმბოლდტის სახელობის უნივერსიტეტის დოქტორანტურაში.
2011-2012 წლებში იყო გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) სადოქტორო სტიპენდიანტი.
2015 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა.
2016-2017 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.
სამუშაო გამოცდილება
2002-2003 წლებში მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრში კონსულტანტისა და ადვოკატის თანაშემწედ.
2002-2003 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტაჟიორი.
2004-2005 წლებში იყო საქართველოს ხარისხის მართვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მიწვეული ლექტორი.
2005-2008 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის აღმოსავლეთ საქართველოს სააღსრულებო წარმოების სამმართველოს მრჩევლად.
2008-2010 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მრჩევლად.
2010 წელს იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს რეგიონული ზედამხედველობის სამსახურის მრჩეველი.
2010 წელს მიწვეული იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიული ფაკულტეტის ლექტორად.
2011 წელს მუშაობდა შპს ,,სიონი-მ’’-ის იურისტად.
2013 წლიდან დღემდე არის საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მიწვეული ლექტორი.
2014 წელს იყო სტუდენტური გაცვლითი პროგრამის - თანამედროვე სისხლის სამართლისა და სამართლის თეორიის აქტუალური საკითხები - სამეცნიერო ხელმძღვანელი.
2016 წლიდან დღემდე არის გერმანულ-ქართული სისხლის სამართლის ჟურნალის სამუშაო ჯგუფის წევრი.
2016 წლიდან დღემდე არის სამეცნიერო გრანტის - ქართული სისხლის სამართლის პროცესის ინტერნაციონალიზაცია და ევროპეიზაცია, როგორც გამოწვევა და ამოცანა - მონაწილე.
არის რამდენიმე სამეცნიერო სტატიისა და ორი სახელმძღვანელოს სამეცნიერო რედაქტორი.
2018 წლის იანვრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე.