პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1971 წლის 16 იანვარს ქ. საჩხერეში.
განათლება
1988 წელს წარჩინებით დაამთავრა საჩხერის ი. ჭავჭავაძის სახელობის N2 სკოლა.
1998 წელს დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
1999 წელს გაიარა მოსამართლის თანაშემწის კურსები და ჩააბარა გამოცდა.
2004 წელს ჩააბარა საჯარო რეესტრის მუშაკთა გამოცდა.
2004 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა გამოცდა.
2005 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალობით.
2005 წელს ჩააბარა სამოქალაქო რეესტრის მუშაკთა გამოცდა.
სამუშაო გამოცდილება
1995-1999 წლებში მუშაობდა საჩხერის რაიონულ სასამართლოს ადმინისტრაციული და სააღსრულებო წარმოების ინსპექტორად.
1999-2005 წლებში მუშაობდა საჩხერის რაიონულ სასამართლოს მოსამართლის თანაშემწედ.
2005-2015 წლებში იყო საჩხერის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.
2007 წელს დაეკისრა საჩხერის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილება.
2011-2013 წლებში მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში.
2016 წლის იანვრიდან არის საჩხერის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.
2016 წლის თებერვლიდან არის საჩხერის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე.
2018 წლის თებერვლიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევმდე.