2014 წლის 13 მაისს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ბატონი ლევან მურუსიძე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ბატონ ზაზა მეიშვილი თურქეთის რესპუბლიკის სასამართლოს დელეგაციის წევრებს შეხვდნენ. დელეგაციას თურქეთის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ალი ალკანი ხელმძღვანელობდა.
მხარეებს შორის შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. ისაუბრეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობაზე, მუშაობის სპეციფიკაზე, სასამართლოთა შორის თანამშრომლობაზე. დელეგაციის წევრებმა მათთვის საინტერესო ყველა შეკითხვაზე ამომწურავი პასუხი მიიღეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოწვევით საქართველოში სტუმრად მყოფი თურქეთის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს დელეგაციის წარმომადგენლები ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში უკვე შეხვდნენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ბატონ კონსტანტინე კუბლაშვილს. ასევე, დაათვალიერეს თბილისის და მცხეთის საქალაქო სასამართლოები.
თურქეთის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს დელეგაციის ვიზიტის მიზანია საქართველოსა და თურქეთის სასამართლოებს შორის ურთიერთობის გაღრმავება და საქართველოს სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებული პროექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
თურქეთის დელეგაციის ვიზიტის ბოლო დღეს, 15 მაისს, დელეგაციის წევრები ,,მოსამართლის დღესთან“ დაკავშირებულ ღონისძიებებს დაესწრებიან.