ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

თორნიკე კაპანაძე

თორნიკე კაპანაძე

თორნიკე კაპანაძე

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1987 წლის 8 აპრილს ქ. ბორჯომში.

განათლება

2003 წელს დაამთავრა ქ. თბილისის N 192 საჯარო სკოლა.

2007 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

2008 წელს ჩააბარა მოსამართლის თანაშემწის საკვალიფიკაციო გამოცდა.

2010 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურა.

2013 წლიდან დღემდე არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი.

2014 წელს გაიარა რეგიონალური აკადემიის ტრენინგი თემაზე: გარდამავალი სახელმწიფოების იურისტების დიალოგი სამართლებრივი ტრანსფორმაციისთვის (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), ჰერტის სახელმწიფო მართვის სკოლა და ბუცერიუსის სამართლის
სკოლა (ბერლინი, გერმანია)).

2015 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით.

2017 წელს გაიარა მედიატორთა მოსამზადებელი კურსები (ევროკავშირი საქართველოსთვის, გაეროს ოფისი საქართველოში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო და თბილისის საქალაქო სასამართლო)

2017 წელს გაიარა საზაფხულო სკოლა თემაზე: ადამიანის უფლებები და ხელისუფლების დეცენტრალიზაცია - ლუნდის უნივერსიტეტი და შვედური ინსტიტუტი (Si) (ლუნდი, შვედეთი).

2018 წელს გაიარა საზაფხულო სკოლა თემაზე: ელექტრონული მმართველობის განვითარება და როლი მოქნილი და ინოვაციური საჯარო მმართველობისათვის - ლინჩოპინგის უნივერსიტეტი და შვედური ინსტიტუტი (Si) (ლინჩოპინგი, შვედეთი).

2018 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით.

2019-2020 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

სამუშაო გამოცდილება

2008-2009 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღების სპეციალისტი.

2009-2010 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სხდომის მდივანი.

2011-2013 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე.

2013-2015 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს მწერალი თანაშემწე.

2015-2019 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კონსულტანტი / უფროსი კონსულტანტი.

2017 წლიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს მედიატორი.

2017-2018 წლებში იყო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის წევრი.

2018-2019 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხთა განმხილველი საბჭოს წევრი.

2021 წლის ივნისიდან არის ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.