პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1984 წლის 8 სექტემბერს ქ. ოზურგეთში.
განათლება
2001 წელს დაამთავრა ქ. ოზურგეთის იაკობ გოგებაშვილის სახელობის №4 საშუალო სკოლა.
2006 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით.
2006 წელს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გაიარა მოსამართლის თანაშემწის სამთვიანი კურსი და ტესტური გამოცდის შედეგად მიენიჭა სერტიფიკატი.
2007 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით.
2010 წელს ჩააბარა პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდა.
2010 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით.
2012 წელს გაიმარჯვა ,,American Councils’’-ის მიერ გამოცხადებულ კონკურსში და მონაწილეობდა საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოების მიერ ადმინისტრირებულ პროგრამაში ,,Open World’’ ამერიკის შეერთებულ შტატებში - ვაშინგტონსა და ატლანტაში იურიდიულ სფეროში ამერიკული გამოცდილების მისაღებად.
2012 წლიდან არის ,,Hall, Booth, Smith P.C’’ იურიდიული ფირმისა და ატლანტის სამართლებრივი საზოგადოების საპატიო წევრი.
სამუშაო გამოცდილება
2005-2006 წლებში გაიარა სტაჟირება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატაში.
2007 წლის მაისიდან - 2008 წლის თებერვლის ჩათვლით გაიარა სტაჟირება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში.
2008 წელს მონაწილეობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და USAID -ის ერთობლივ პროექტში, რომელიც მიზნად ისახავდა სასამართლოებში საქმეთა განხილვის გაჭიანურების მიზეზების გამოკვლევას.
2008 წლის 29 თებერვლიდან - 2014 წლის 11 თებერვლამდე მუშაობდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამოსამართლო ეთიკისა და დისციპლინური სამართალწარმოების დეპარტამენტის სამოქალაქო სამართლის საქმეებზე დისციპლინური სამართალწარმოების სამმართველოს კონსულტანტის თანამდებობაზე.
2014 წლის იანვრიდან - 2018 წლის 18 იანვრამდე იყო დ. მეტრეველის სამედიცინო ცენტრის ეთიკის კომისიის წევრი.
2014 წლის 11 თებერვლიდან - 2018 წლის 18 იანვრამდე მუშაობდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამოსამართლო ეთიკის დეპარტამენტის სამოქალაქო სამართლის საქმეებზე სამოსამართლო ეთიკის სამმართველოს უფროსი კონსულტანტის თანამდებობაზე.
2016 წლის 21 ნოემბრიდან - 2017 წლის 29 სექტემბრის ჩათვლით იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.
2018 წლის იანვრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.
2020 წლის დეკემბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.