ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

თინათინ ეცადაშვილი

თინათინ ეცადაშვილი

თინათინ ეცადაშვილი

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1962 წლის 26 აგვისტოს ქ. თბილისში.

განათლება

1979 წელს დაამთავრა თბილისის N 131 საშუალო სკოლა.

1988 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

სამუშაო გამოცდილება

1988-1991 წლებში მუშაობდა თბილისის 26 კომისრის სახელობის რაიონული საბჭოს აღმასკომში იურისტის თანამდებობაზე.

1991-1993 წლებში მუშაობდა მრავალდარგოვან საწარმო ფირმა "ელატში" იურისტად.

1996-2005 წლებში მუშაობდა ქ. თბილისის მერიაში ქ. თბილისის საკრებულოსა და მთავრობის აპარატის იურიდიულ სამსახურში მთავარ სპეციალისტად.

2005-2015 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

2007-2015 წლებში მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეთა პალატებში.

2015 წლის იანვრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

2017 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.