პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1986 წლის 26 მაისს ქ. თელავში
განათლება
2003 წელს დაამთავრა ქ. თელავის N 4 საშუალო სკოლა
2007 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი
2017 წელს დაამთავრა სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მაგისტრატურა
2008 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო ტესტირება სამოქალაქო-ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით
2017 წელს გაიარა სასწავლო კურსი ადამიანის უფლებათა ევროპული სტანდარტების გამოყენება სასამართლო პრაქტიკაში
2019 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციაში
სამუშაო გამოცდილება
2008 წელს იყო სასამართლო ადმინისტრირების და მენეჯმენტის პროექტის სტაჟიორი საქართველოს უზენაეს სასამართლოში
2008-2016 წლებში იყო იურიდიული სამსახურის სამართლებრივი აქტების მომზადებისა და ექსპერტიზის განყოფილების კონსულტანტი/წამყვანი სპეციალისტი/მთავარი სპეციალისტი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში
2016 წელს იყო სამართლებრივი აქტების მომზადების განყოფილების იურისტი სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში
2016-2023 წლებში იყო ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის სამდივნოს მთავარი კონსულტანტი - მოსამართლის თანაშემწე თბილისის საქალაქო სასამართლოში
2024 წლის დეკემბრიდან არის თელავის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ახმეტის მუნიციპალტეტში