ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

თემურ გოგოხია

თემურ გოგოხია

თემურ გოგოხია

მოსამართლე, სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1977 წლის 2 ნოემბერს ქ. გალში

განათლება

1993 წელს დაამთავრა ქ. გალის N 4 საშუალო სკოლა

2000 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის იურიდიული ფაკულტეტი

2003 წელს ჩააბარა პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდა

2007 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით

სამუშაო გამოცდილება

2000-2002 წლებში მუშაობდა თბილისის საოლქო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში სხდომის მდივნად

2002-2003 წლებში მუშაობდა თბილისის საოლქო სასამართლოში კონსულტანტად

2003-2005 წლებში მუშაობდა თბილისის საოლქო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ

2006-2007 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში მოსამართლის თანაშემწედ

2007 წელს მუშაობდა მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორად, ხოლო მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის საოლქო პროკურატურების გაერთიანების შემდგომ, ამავე წლიდან მუშაობდა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორად

2008-2010 წლებში იყო ფოთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს თავმჯდომარე

2010-2012 წლებში იყო ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს თავმჯდომარე

2013-2017 წლებში იყო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს თავმჯდომარე

2017 წლის ივლისიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე. 2018 წლიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე

2017 წლის ოქტომბრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის თავმჯდომარე

2021 წლის 26 მაისს მოსამართლეთა კონფერენციამ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად აირჩია