ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

თელავსა და სიღნაღში სასამართლოთა განახლებული შენობა და ახალი ფლიგელი გაიხსნა

19 ივლისი 2018

თელავის რაიონულ სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის  ამოქმედების მიზნით ახალი ფლიგელის მშენებლობა დასრულდა.

ახალი სხდომათა დარბაზი დღეს საზეიმოდ გახსნეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, თელავის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე - მარიამ ცერცვაძემ, საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარემ და  საქართველოში აშშ-ის საელჩოს მრჩეველმა სამართლებრივ საკითხებში, მაიკლ გრანტმა.

ახალ ფლიგელში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტისთვის განკუთვნილი სივრცე აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ხელშეწყობით ამერიკული სტანდარტით მოეწყო. შენობა შესაბამისი ინფრასტრუქტურითა და თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვა.

თელავის რაიონულ სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით პირველი პროცესი 26 ივლისს გაიმართება.

 

დღესვე, უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, საბჭოს მოსამართლე და არამოსამართლე წევრები სიღნაღის რაიონულ სასამართლოში იმყოფებოდნენ. მათ რეაბილიტირებული შენობა დაათვალიერეს.

სიღნაღის რაიონულ სასამართლოში განხორციელდა ავარიული მიშენების დემონტაჟი და სამსართულიანი მიშენება განთავსდა. განახლდა შენობის ფასადი, მოეწყო გარე განათების სისტემა, გაიმართა სახანძრო სიგნალიზაცია. ასევე შენობა ადაპტირდა შშმ პირებისთვის.

თელავის და სიღნაღის რაიონულ სასამართლოებში სამშენებლო და სარეაბილიტაციო  სამუშაოები  საერთო სასამართლოების დეპარტამენტმა განახორციელა.