პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1962 წლის 7 მარტს ქ. სამტრედიაში.
განათლება
1978 წელს დაამთავრა ქ. სამტრედიის N 4 საშუალო სკოლა.
1984 წელს დაამთავრა ყუბანის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია
1999 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.
მინიჭებული აქვს თადარიგის უფროსი ლეიტენანტის წოდება. არის მეთაურთა შემადგენლობის თადარიგის ოფიცერი.
სამუშაო გამოცდილება
1984-1985 წლებში მუშაობდა სამტრედიის ტრანსპორტის პროკურატურის სტაჟიორ-გამომძიებლად.
1985-1986 წლებში მუშაობდა სამტრედიის ტრანსპორტის პროკურატურის გამომძიებლად.
1986-1987 წლებში მუშაობდა ამიერკავკასიის ტრანსპორტის პროკურატურის უფროს გამომძიებლად.
1987 წელს მუშაობდა ამიერკავკასიის ტრანსპორტის პროკურატურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლად.
1987-1988 წლებში მუშაობდა სამტრედიის ტრანსპორტის პროკურორის მოადგილედ.
1988 წლის მარტიდან მუშაობდა საქართველოს პროკურატურის, სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეთა განხილვაზე ზედამხედველობის განყოფილების პროკურორად.
1988-1991 წლებში მუშაობდა ქ. ქუთაისის პროკურორის უფროს თანაშემწედ.
1991-1993 წლებში მუშაობდა ჩოხატაურის რაიონის პროკურორად.
1993-1995 წლებში მუშაობდა სამტრედიის სარაიონთაშორისო პროკურორად.
1995-1996 წლებში მუშაობდა ბაღდათის რაიონის პროკურორად.
1996-1997 წლებში მუშაობდა ხონის რაიონის პროკურორად.
1997-1998 წლებში მუშაობდა გენერალური პროკურატურის სისხლის სამართლებრივი დევნისა და გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს არასრულწლოვანთა საქმეებზე.
1999-2005 წლებში იყო აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს მოსამართლე.
2005-2006 წლებში იყო აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე.
2006-2007 წლებში იყო ადიგენის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.
2007-2012 წლებში იყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე.
2012-2019 წლებში იყო ფოთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ხოლო 2016-2019 წლებში ამავე სასამართლოს თავმჯდომარე.
2018 წლის იანვრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.
2019-2020 წლებში იყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე.
2020 წლის ივნისიდან ივლისამდე იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.
2020 წლის ივლისიდან არის გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.