პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1973 წლის 6 აგვისტოს დაბა გულრიფშში.
განათლება
1990 წელს დაამთავრა დრანდის საშუალო სკოლა.
2002 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის იურიდიული ფაკულტეტი.
სამუშაო გამოცდილება
1997-1999 წლებში მუშაობდა აფხაზეთის ა/რ იუსტიციის სამინისტროს გუდაუთის რაიონის სასამართლოს კანცელარიის გამგედ.
1999-2002 წლებში მუშაობდა თბილისის საოლქო სასამართლოში სხდომის მდივნად.
2002-2003 წლებში მუშაობდა აფხაზეთის ა/რ იუსტიციის სამინისტროში მრჩევლად საკადრო საკითხებში, შემდეგ მინისტრის აპარატის უფროსად.
2003-2004 წლებში იყო აფხაზეთის ა/რ იუსტიციის მინისტრის მოადგილე.
2004-2005 წლებში მუშაობდა სს ''საქჰიდროენერგომშენის'' ფილიალ ''ჰიდრომშენსერვისის'' იურისტად.
2005-2006 წლებში იყო ქ. გაგრის მერის მოადგილე, შემდგომ პირველი მოადგილე.
2005-2007 წლებში იყო სს ''საქჰიდროენერგომშენის'' სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.
2007-2012 წლებში იყო მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.
2007-2008 წლებში მივლინებით მოსამართლისა და თავმჯდომარის უფლებამოსილებას ახორციელებდა გორის რაიონულ სასამართლოში.
2011-2012 წლებში მივლინებული იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოში.
2012-2021 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე.
2014-2017 წლებში იყო საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის წევრი.
2019 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.
2021 წლის დეკემბრიდან არჩეულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ - კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.