ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი

თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი

თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1973 წლის 17 ივნისს ქ. თბილისში.

განათლება

1996 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

 

სამუშაო გამოცდილება

1997-2006 წლებში იყო საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის წევრი, ადვოკატი სამოქალაქო და სამეწარმეო სამართლის სფეროში.

1999-2006 წლებში იყო იურიდიული ფირმა შპს „იურიდიული თანამშრომლობა - სტატუს ქვოს" დამფუძნებელი პარტნიორი.

2000-2004 წლებში იყო ამერიკის განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული „საქართველოს საწარმოთა მხარდაჭერის პროექტის'' იურისტ-კონსულტანტი.

2001-2004 წლებში მუშაობდა ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს დაფინანსებით ასოციაცია „ქალი და ბიზნესის'' მიკრო-საკრედიტო პროგრამაში იურისტ-კონსულტანტად.

2003 წელს მონაწილეობდა ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციისა და საზოგადოებრივი აზრის კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტის (EPM) პროექტებში - საბაჟო სამართლის საკითხებთან დაკავშირებით.

2004 წელს მონაწილეობდა ფრანგული ასოციაციის წარმომადგენლობის „კავკასიის ბაღების'' სკოლამდელი ასაკის ბავშვთა დახმარების პროგრამაში.

2006-2010 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

2011 წლიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე.

2017 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

გამოქვეყნებული აქვს სამართლებრივი სტატია „არაკომერციული (არასამეწარმეო) იურიდიული პირები ახალ სამოქალაქო კოდექსში"(ჟ.„ადამიანი და კონსტიტუცია", #3, 1998 წ.).