პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1983 წლის 3 დეკემბერს კასპში.
განათლება
2000 წელს დაამთავრა ქ. თბილისის შ. რუსთაველის სახელობის N 112 საშუალო სკოლა.
2006 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
2006 წელს გაიარა მოსამართლის თანაშემწის კურსები.
2008 წელს გაიარა ტრენინგი იუსტიციის უმაღლეს სკოლაში (OHCHR (office of the higt commissioner for human rights Georgia)-
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია.
2009 წელს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გაიარა ტრენინგი მოსამართლეთა თანაშემწეების პროფესიულ უნარ-ჩვევებზე (დანიის კავკასიის პროგრამა სათანადო მართვის, ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის გაუმჯობესება საქართველოში) - ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია.
2010 წელს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გაიარა ტრენინგი (დანიის კავკასიის პროგრამა სათანადო მართვის, ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის გაუმჯობესება საქართველოში) - ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია.
2011 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.
2012-2013 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.
სამუშაო გამოცდილება
2005-2006 წლებში იყო პრაქტიკანტი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.
2006-2007 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სტაჟიორი.
2007-2014 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლის თანაშემწე.
2014-2015 წლებში იყო გურჯაანის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ყვარლის მუნიციპალიტეტში.
2014-2015 წლებში მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ბოლნისის რაიონულ სასამართლოში.
2016 - 2021 წლებში იყო ბოლნისის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.
2016 წლის თებერვლიდან დაეკისრა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების განხორციელება.
2017 წლის მაისიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.
2019 წლის აგვისტოდან არის საქართველოს ქალ მოსამართლეთა ასოციაციის გამგეობის წევრი.
2020 წლის 30 ოქტომბერს მოსამართლეთა კონფერენციამ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად აირჩია.
2021 წლის 1 ივლისიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე.