ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

თეა კალანდაძე

თეა კალანდაძე

თეა კალანდაძე

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1989 წლის 3 ივლისს ქ. ბათუმში.

განათლება

2006 წელს დაამთავრა ქ.ბათუმის ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო სკოლა.

2010 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-სოციალური ფაკულტეტი.

2010 წელს ჩააბარა ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდა (სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით).

2011 წელს ჩააბარა მოსამართლის თანაშემწის საკვალიფიკაციო გამოცდა.

2013 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის მაგისტრატურა.

2019 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა (სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციაში).

2019-2020 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსენელი.

სამუშაო გამოცდილება

2007-2008 წლებში იყო  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სტაჟიორი - იურისტ კონსულტანტის თანაშემწე.

2009-2010 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის სტაჟიორი.

2009 წელს იყო ტრენერი პროგრამაში „სამართლის კლინიკა“.

2010 წელს იყო ქ.თბილისის მერიის თბილისელების ადვოკატი-სტაჟიორი.

2011-2012 წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის სამდივნოს სტაჟიორი.

2012-2014 წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე.

2014 წელს იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის კონსულტანტი.

2014-2018 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე / მთავარი კონსულტანტი / მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.

2018-2019 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს მთავარი კონსულტანტი / მოსამართლის თანაშემწე / მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.

2021 წლის ივნისიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.