პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1975 წლის 10 სექტემბერს ქ.ფოთში.
განათლება
1993 წელს დაამთავრა ქ.ფოთის N 1 საშუალო სკოლა.
2000 წელს დაამთავარა სოხუმის ი.ვეკუას სახელობის ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი.
2001 წელს სტაჟირება გაიარა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში საერთაშორისო სამართლის საკითხებზე.
სამუშაო გამოცდილება
1999-2000 წლებში მუშაობდა ფოთის საქალაქო სასამართლოში წამყვან სპეციალისტად.
2004 წელს მუშაობდა ფოთის საქალაქო სასამართლოში სხდომის მდივნად.
2004 - 2006 წლებში მუშაობდა ფოთის საქალაქო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ.
2006 წელს თებერვლიდან მაისამდე მუშაობდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში კონსულტანტად.
2007-2017 წლებში იყო ფოთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.
2017 წლიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.
2019 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.