ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ ვასილ მშვენიერაძე დაინიშნა

03 ივლისი 2017

დღეს, 3 ივლისს,  საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს  ახალი შემადგენლობით პირველი სხდომა გაიმართა.

დღის წესრიგით გათვალისწინებული 4 საკითხიდან პირველ საკითხად განიხილეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარისა და სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნის საკითხი. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ აღნიშნულ თანამდებობაზე ვასილ მშვენიერაძის კანდიდატურა წარადგინა. 

კანდიდატთან გასაუბრების შედეგად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა ღია კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით  ვასილ მშვენიერაძე აირჩიეს.