ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

თბილისის საქალაქო სასამართლოს ახალი ფლიგელის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება.

28 სექტემბერი 2018

სამშენებლო - სარეაბილიტაციო სამუშაოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი და საბჭოს წევრები გაეცნენ.

ახალი შენობა ოთხსართულიანია. სამოქალაქო კოლეგიისთვის განკუთვნილია 24 დარბაზი (მათ შორის ერთი დიდი საარბიტრაჟო დავებისთვის) 39  ოთახი  მოსამართლეებისთვის,  31 კი აპარატის თანამშრომლებისთვის.  შენობის საპროექტო ფართი  4200 კვ.მ-ია. ღირებულება კი 5 117 500 ლარს შეადგენს. 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის ახალი შენობის გახსნა 2018 წლის ბოლოს იგეგმება.