ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

თბილისის სააპელაციო სასამართლოში სტაჟიორთა მისაღები კონკურსი გამოცხადდა

29 იანვარი 2013

მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პროფესიული განვითარების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისა და სრულყოფის მიზნით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სტაჟირების კომისია აცხადებს კონკურსს სტაჟიორთა მისაღებად.

სტაჟირების ვადა განისაზღვრება არა უმეტეს 6 თვით. განსაკუთრებულ შემთხვევაში, სტაჟირების ვადა დამატებით შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 6 თვით. სტაჟიორი, სასამართლოს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მითითებით და პასუხისმგებელი მოხელის მეთვალყურეობით, ასრულებს კონკრეტულ, ცალკეულ დავალებებს, რომელიც შეიძლება ეხებოდეს სასამართლოს სტრუქტურული ქვედანაყოფის ან ზოგადად სასამართლოს საქმიანობის საკითხებს. სტაჟირება ანაზღაურების გარეშეა. სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში გაიცემა შესაბამისი სერთიფიკატი.

სტაჟირების კანდიდატი შეიძლება იყოს უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირი, ასევე იურიდიული ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი.

კონკურსის შედეგად შერჩეული კანდიდატები  სტაჟირებას გაივლიან:

სამოქალაქო საქმეთა პალატაში;

● ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში;

● სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში;

● საგამოძიებო კოლეგიაში;

● თავმჯდომარის ბიუროში;

● სასამართლოს კანცელარიაში.

კანდიდატს მოეთხოვება კომპიუტერთან მუშაობისა (სამომხმარებლო დონეზე) და შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი;

გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

დ) ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონი;

ე) "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონი;

ვ) ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია;

ზ) საქართველოს სისხლის სამართლის და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსები;

თ) საქართველოს სამოქალაქო და სამოქალაქო საპროცესო კოდექსები;

ი) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

შენიშვნა: „“, „დაქვეპუნქტებში მითითებული კანონმდებლობის ცოდნა კანდიდატს მოეთხოვება სტაჟირების განაცხადში მითითებული სპეციალიზაციის გათვალისწინებით

 

დაინტერესებულმა პირებმა, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოაღნიშნულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სტაჟირების კომისიის სამდივნოში უნდა წარმოადგინონ:

სტაჟირების განაცხადი და სააპლიკაციო ფორმა (გაიცემა ადგილზე

აქტუალური CV

სამი ფერადი ფოტოსურათი (ზომით 3/4)

პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი

დიპლომის ასლი ან ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან

ორი რეკომენდაცია გაცემული კომპეტენტური პირების მიერ

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო (www.tbappeal.court.ge)

მის.: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159 (იხ. Google Map-ზე)

ტელ.: (+995 32) 251-85-21/22/23 (შ/ნ: 120)

ფაქსი: (+995 32) 251-87-11

აღნიშნული დოკუმენტები დასკანერებული სახით შესაძლებელია ასევე გადმოგვიგზავნოთ სასამართლოს ელექტრონულ ფოსტის მისამართზე tbappeal@court.ge (განაცხადი წარმოდგენილად ითვლება მას შემდეგ რაც ჩვენგან მიიღებთ დასტურს წერილის მოსვლაზე).

სტაჟირების კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, კონკურსანტმა ასევე უნდა წარადგინოს სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა.

საბუთების მიღება იწარმოებს განცხადების გამოქვეყნებიდან ორი კვირის განმავლობაში, 10:00-17:00 საათის ჩათვლით, შაბათ-კვირის გარდა. (2013 წლის 29 იანვრიდან 12 თებერვლის ჩათვლით).

კონკურსი გაიმართება ტესტირების ან/და გასაუბრების ფორმით, განცხადების გამოქვეყნებიდან არაუადრეს სამი კვირისა.