თბილისის სააპელაციო სასამართლოში სტაჟიორების
მისაღები კონკურსის გამოცხადების თაობაზე
მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პროფესიული განვითარების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისა და სრულყოფის მიზნით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სტაჟირების კომისია აცხადებს კონკურსს სტაჟიორთა მისაღებად.
სტაჟირების ვადა განისაზღვრება არა უმეტეს 6 თვით. განსაკუთრებულ შემთხვევაში, სტაჟირების ვადა დამატებით შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 6 თვით. სტაჟიორი, სასამართლოს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მითითებით და პასუხისმგებელი მოხელის მეთვალყურეობით, ასრულებს კონკრეტულ, ცალკეულ დავალებებს, რომელიც შეიძლება ეხებოდეს სასამართლოს სტრუქტურული ქვედანაყოფის ან ზოგადად სასამართლოს საქმიანობის საკითხებს. სტაჟირება ანაზღაურების გარეშეა. სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში გაიცემა შესაბამისი სერთიფიკატი.
სტაჟირების კანდიდატი შეიძლება იყოს უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირი, ასევე იურიდიული ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი.
კანდიდატს მოეთხოვება კომპიუტერთან მუშაობისა (სამომხმარებლო დონეზე) და შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) „საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონი;
გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
დ) ნორმატიული აქტების შესახებ საქართვეოს კანონი;
ე) საქართველოს სისხლის სამართლის და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსები;
ვ) საქართველოს სამოქალაქო და სამოქალაქო საპროცესო კოდექსები;
ზ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსები.
შენიშვნა: „ე", „ვ" და „ზ" ქვეპუნქტებში მითითებული კანონმდებლობის ცოდნა კანდიდატს მოეთხოვება სტაჟირების განაცხადში მითითებული სპეციალიზაციის გათვალისწინებით
დაინტერესებულმა პირებმა, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოაღნიშნულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სტაჟირების კომისიის სამდივნოში (მის: თბილისი, გრიგოლ რობაქიძის №7/ა, ტელ: 51-85-21/120) უნდა წარადგინონ:
• სტაჟირების განაცხადი (გაიცემა ადგილზე)
• ავტობიოგრაფია
• სამი ფერადი ფოტოსურათი (ზომით 3/4)
• პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
• დიპლომის ასლი ან ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან
• ორი რეკომენდაცია გაცემული კომპეტენტური პირების მიერ
სტაჟირების კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, კონკურსანტმა ასევე უნდა წარადგინოს სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა
საბუთების -იღება იწარმოებს განცხადების გამოქვეყნებიდან ორი კვირის ვადაში, 10:00-17:00 საათის ჩათვლით, შაბათ-კვირის გარდა. (2011 წლის 13 დეკემბრიდან 27 დეკემბრის ჩათვლით )
კონკურსი გაიმართება ტესტირების ან/და გასაუბრების ფორმით, განცხედების გამოქვეყნებიდან არაუადრეს სამი კვირისა.