ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარედ ლევან თევზაძე დაინიშნა

26 თებერვალი 2018

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 26 თებერვლის სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ ერთ-ერთ საკითხს წარმოადგენდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარის დანიშვნა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარის თანამდებობის დაკავების სურვილი გამოთქვა სამმა კანდიდატმა: ვეფხია ლომიძემ, გოჩა ჯეირანაშვილმა და ლევან თევზაძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 11 წევრმა მხარი დაუჭირა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარის თანამდებობაზე ლევან თევზაძის კანდიდატურას. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია ანა დოლიძეს, ხოლო  ნაზი ჯანეზაშვილმა არც ერთ კანდიდატურას არ დაუჭირა მხარი.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარედ 5 წლის ვადით დანიშნულ იქნა ლევან თევზაძე.