ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

თბილისის სააპელაციო, მცხეთის, საჩხერის, ხაშურის, სენაკის და წალენჯიხის რაიონულ სასამართლოებში მანდატურის ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსი გამოცხადდა

14 დეკემბერი 2009
საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ გამოცხადდა საჯარო კონკურსი თბილისის სააპელაციო, მცხეთის, საჩხერის, ხაშურის, სენაკის და წალენჯიხის რაიონულ სასამართლოებში მანდატურის ვაკანტურ თანამდებობებზე.

კონკურსის პირობების, საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და კონკურსში მონაწილეობისათვის წარსადგენი საბუთების ჩამონათვალის ნახვა შესაძლებელია მიმდინარე წლის 10 დეკემბრის გაზეთში ''24 საათი'', საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე www.psb.gov.ge და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.hcoj.gov.ge - ვაკანსიებში.