ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

თამთა საჯაია

თამთა საჯაია

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1988 წლის 12 ნოემბერს ქ. სენაკში

განათლება

2006 წელს დაამთავრა კერძო სკოლა "მარიოტა"

2010 წელს დაამთავრა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის სკოლა და მიენიჭა ბაკალავრის ხარისხი

2010 წელს გაიარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო ტესტირება სისხლის სამართლის სპეციალიზაციით

2012 წელს დაამთავრა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მაგისტრატურა

2012-2021 წლებში იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გაიარა შემდეგი ტრენინგები - მოსამართლის თანაშემწის სამთვიანი სასწავლო კურსი; ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია; სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენის ფორმა, მისი დასაბუთება და ტექსტის სტილისტიკური გამართულობა; სისხლის სამართლის პროცესი და სიახლეები; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები (პრეცედენტები); ტრეფიკინგთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები: ტრეფიკინგის მსხვერპლთა, განსაკუთრებით ბავშვების ეფექტიანი დაცვა; ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის აკრძალვა; ეფექტიანი კომუნიკაცია; მოწმის დაკითხვის ახალი წესი; საპროცესო დოკუმენტების შედგენა (სისხლის სამართალი); ირიბი მტკიცებულებებისა და სასამართლოს გარეთ გაკეთებული განცხადებების დასაშვებობა ოჯახური ძალადობის საქმეებზე

2017 წელს გაიარა ტრენინგი - ურთიერთობების ფსიქოლოგია და ადამიანების მართვა

2018 წელს გაიარა ტრენინგები - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და ეროვნული სასამართლოს პრაქტიკის ანალიზი; ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-16 დამატებითი ოქმის გამოყენება

2018 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციაში

2018 წელს გაიმარჯვა მართლმსაჯულების ზამთრის სკოლაში და სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდა ჰააგაში, მასპინძელი სასამართლო Residual Special Court for Sierra Leone

2023-2024 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი

სამუშაო გამოცდილება

2009-2010 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის სტაჟიორი

2010-2014 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამართლებრივი და ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილების სხდომის მდივანი

2014-2018 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანაშემწე

2018 წელს იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სამდივნოს მთავარი სპეციალისტი

2018-2023 წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის საქმეთა პალატის მოსამართლის თანაშემწე

2024 წლის 1 ოქტომბრიდან განწესებულია ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით