ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

თამარ ხაჟომია

თამარ ხაჟომია

თამარ ხაჟომია

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1983 წლის 24 დეკემბერს ქ. თბილისში.

განათლება

2001 წელს დაამთავრა ქ. თბილისის N 39 საშუალო სკოლა.

2006 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

2006 წელს გაიარა მოსამართლის თანაშემწის სასწავლო კურსი.

2010-2011 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

2014 წლიდან არის "ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის" დოქტორანტი.

სამუშაო გამოცდილება

2007-2010 წლებში მუშაობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს კონსულტანტი.

2012 წლის იანვრიდან ივნისამდე მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრად.

2012 წლის ივლისში დაინიშნა მცხეთის რაიონულ სასამართლოს მოსამართლედ და მივლინების საფუძველზე უფლებამოილებას ახორციელებდა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში.

2014-2017 წლებში მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა თბილისის საქალაქო სასამართლოში.

2017 წლის მაისიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

2019 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

2019 წლის ივნისიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.